ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა სასამართლოზე


პაკისტანის პეშავარის რეგიონში მომხდარ ინციდენტში სამი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა

ჩრდილოეთ პაკისტანში, პეშავარის რეგიონში მდებარე სასამართლო კომპლექსზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტის და რამდენიმე შეიარაღებული პირის შეტევას სამი ადამიანის დაღუპვა და ათეულობით ადამიანის დაჭრა მოჰყვა.

მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აუღია. პეშავარი პაკისტანის ნახევრად ავტონომიურ ოლქთან მდებარეობს, რომელიც თალიბანის მყუდრო თავშესაფრად ითვლება. და საიდანაც მთავრობის წინააღმდეგ არაერთი ტერორისტული აქტი დაიგეგმა და განხორციელდა.
XS
SM
MD
LG