ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანელ ქრისტიანთა პროტესტი


ასობით ქრისტიანულ ოჯახს ისლამაბადში საცხოვრებელი სახლი გადაუწვეს და აიძულეს გაქცეულიყვნენ

პაკისტანის ცენტრალურ ქალაქებში ადგილობრივმა ქრისტიანებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. ისინი 100-ზე მეტი ქრისტიანისთვის წინა დღით საცხოვრებელი სახლების გადაწვის ფაქტებს აპროტესტებენ. პაკისტანელ ქრისტიანთა აქციის მონაწილეები დედაქალაქ ისლამაბადში მთავარი მაგისტრალის გასწვრივ განლაგდნენ. ისინი მთავრობას სახლების აღდგენას და უმცირესობების უფლებათა მეტ დაცვას სთხოვენ.

შაბათს ქრისტიანულ დასახლებაზე განხორციელებული მუსლიმთა მასობრივი რეიდი ერთ-ერთი ქრისტიანის მიერ მუსლიმი მეგობრისთვის ნათქვამ წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხმყოფელ ფრაზას მოჰყვა. პაკისტანის პოლიციამ თავდამსხმელთა ნაწილი დააპატიმრა. ასევე აყვანილია ქრისტიანი მამაკაცი, რომელსაც ბრალი მკრეხელობაში ედება. პაკისტანის კანონმდებლობით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას სიკვდილით დასჯა ელის.
XS
SM
MD
LG