ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს

დაკავება პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით ირანის საზღვართან მოხდა
პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით ირანის საზღვართან ალ-ყაიდას ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს.
ალჟირული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქე ნაამენ მეზიჩე ბელუჯისტანის პროვინციის დედაქალაქის, ქვეტას მახლობლად განხორციელებული რეიდის დროს დააპატიმრეს.
პაკისტანის ხელისუფლების მტკიცებით მეზიჩე ალ-ყაიდას ერთ-ერთ ხელმძღვანელთან იუნის ალ-მავრიტანისთან დაახლოებული პირია, რომელიც გასულ წელს ცენტრალური სადაზვერვო საააგენტოს დახმარებით დააპატიმრეს ბელუჯისტანში.
მეზიჩეს დაპატიმრება შეერთებული შტატების მიერ პაკისტანის ხელისუფლების მძაფრი კრიტიკის ფონზე განხორციელდა. ვაშინგტონი ისლამაბადისგან ტერორისტებთან ბრძოლის გაძლიერებას მოითხოვს.