თეთრი სახლის განცხადებით, ალ-ყაიდას ერთ-ერთი მეთაურის, აბუ იაჰა ალ ლიბის მოკვლამ მნიშვნელოვნად შეარყია ორგანიზაციის სარდლობა. ეს უკანასკნელი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპა.
როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ აღნიშნა, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა დაადასტურა ალ ლიბის დაღუპვა, თუმცა მან დეტალები არ გაახმაურა. ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, სიკვდილი გამოიწვია ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში დრონის მიერ განხორციელებულმა შეტევამ. კარნის განცხადებით, ალ ლიბი ალ-ყაიდაში "გენერალური მენეჯერის როლს ასრულებდა" და რეგიონულ პარტნიორებთან ურთიერთობებს აგვარებდა.