კანადის მახლობლად მიწისძვრა დაფიქსირდა

ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გააფრთხილა
კანადის წყნარი ოკეანის სანაპიროს და ჰავაის კუნძულების მახლობლად 7 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გააფრთხილა.

ოკეანის ტალღებმა კუნძულ მაუის მახლობლად მეტრნახევარ სიმაღლეს მიაღწია, თუმცა, ხელისუფლება ორ მეტრიან ტალღებს ვარაუდობდა.