ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი კანადას აკრიტიკებს


ირანის საგარო საქმეთა სამინისტრო: კანადა „სიონისტური რეჟიმის გავლენის ქვეშაა მოქცეული.“

ირანი აცხადებს, რომ კანადა „სიონისტური რეჟიმის გავლენის ქვეშაა მოქცეული.“ ეს განცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ოტავამ თეირანთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

ირანის საგარო საქმეთა სამინისტროს წარომადგენელმა, შაბათს, საჯარო განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ირანი „ადეკვატურ რეაგირებას გააკეთებს“ კანადის მოქმედებაზე, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება ამ რეაგირებაში.

პარასკევს, კანადის მთავრობამ თეირანში საელჩო დახურა, ხოლო ოტავადან ირანის დიპლომატიური მისია დაითხოვა. ამის მიზეზად კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ირანის მთავრობის შეხედულებები მსოფლიოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის.“
XS
SM
MD
LG