ობამა უმნიშვნელოდ დაწინაურდა

US Presidential Race Is Hugely Expensive, Highly Regulated

ანალიტიკოსების აზრით, დაძაბულობა წინასაარჩევნოდ კვლავ შენარჩუნდება
აშშ-ში საპრეზიდენტო მარათონი გრძელდება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის უკანასკნელი მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი უმნიშვნელოდ დაწინაურდა. თუმცა, ობამასა და მის მეტოქეს, მასაჩუსეტის ყოფილ გუბერნატორს, მიტ რომნის, თითქმის თანაბარი მაჩვენებელი აქვთ.

დაძაბულობა კვლავ შენარჩუნდება, - აცხადებენ ანალიტიკოსები. სამი ოქტომბრიდან კი, კანდიდატები დებატებში ჩაერთვებიან.

გამოკითხვა პარტიების ყრილობების დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩატარდა და პრეზიდენტ ობამას რეიტინგის ზრდა აჩვენა, რაც იმას მოწმობს, რომ ამომრჩევლების სიმპატია მოქმედი პრეზიდენტისკენ გადაიხარა.