„ნიუ-იორკ თაიმსი“ ჰონგ-კონგიდან მიდის

ამერიკული გამოცემა, „ნიუ-იორკ თაიმსი“ აცახდებს, რომ აზიის ციფრული/ონლაინ მედიის ახალი ამბების ბაზა ჰონგ-კონგიდან, სეულში გადააქვს. მედიაორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიზეზი ჩინეთის მიერ, ქალაქში ამოქმედებული ეროვნული უსაფრთხოების ახალი კანონია.

ასევე ნახეთ: ამიერიდან ჰონგ-კონგს მოეპყრობიან ისე, როგორც ჩინეთის სხვა ტერიტორიებს - პრესკონფერენცია თეთრ სახლში

გაზეთის საერთაშორისო ოპერაციებზე პასუხისმგებელი რედაქტორი აცხადებს, რომ ახალი კანონი, ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან და მრავალ გაურკვევლობას ქმნის.

ნიუ-იორკ თაიმსი აცხადებს, რომ ონლაინ მედიის აზიიის ოფისის ჰონგ-კონგიდან გადატანის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სეული იქ არსებული უცხოური ბიზნესის მიმართ მეგობრული განწყობის კრიტერიუმით შეირჩა.

ასევე ნახეთ: წარწერა „გაათავისუფლე ჰონგ-კონგი, ჩვენი დროის რევოლუცია“ სეპარატიზმის და ტერორიზმის ბრალდების საფუძველი გახდა

ახალი რეგულაციით, მთავრობის დამხობის, ტერორიზმის მცდელობა, ან/და საგარეო ძალებთან შეთქმულება, მინიმუმ 3 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან მძიმე გარემოებებში, სამუდამო პატიმრობით დაისჯება.