ვინ შეცვლის სტოლტენბერგს ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე

Your browser doesn’t support HTML5

სექტემბერში იენს სტოლტენბერგმა წესით, პოსტი უნდა დატოვოს. ევროპის მიწაზე სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, ნატოს ლიდერობა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. გენერალური მდივნის პოზიციაზე არაერთი კანდიდატი განიხილება, მათ შორის ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი და რამდენიმე ქალი ლიდერიც არის.