140 მილიონი განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის

Your browser doesn’t support HTML5

"ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ" საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის 140 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. დაფინანსება სამ მიმართულებას - ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას მოხმარდება. სწორედ უმაღლეს განათლებაზე ისაუბრეს ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე.