გაერო: მადუროს უსაფრთხოების პოლიციამ კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა

ვენესულის უსაფრთხოების ძალები და მათთან ასოცირებული ჯგუფები, სისტემატურად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს, კლავდნენ და აწამებდნენ ადამიანებს, რაც კაცობრიობის წინაშე დანაშაულს უტოლდება. ეს განცხადება ოთხშაბათს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გამომძიებლებმა გაავრცელეს.

მათი თქმით, არსებობდა გონივრული ეჭვი იმის საფიქრად, რომ ნიკოლას მადურო და მისი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები უკვეთავდნენ, ან მონაწილეობდნენ ანგარიშში აღწერილ დანაშაულებებში.

ასევე ნახეთ: აშშ ცდილობს ვენესუელისთვის ირანული ნავთობის მიწოდება დაბლოკოს

სახელმწიფოს წარმომადგენლები, რომლებმაც ყველაზე მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს, არ გაუსამართლებიათ ვენესუელაში. ქვეყანაში, სადაც კანონი და დემოკრატიული ინსტიტუციები სრულად მოშლილია, ნათქვამია გამომძიებლის დასკვნაში.

გაეროს ფაქტების მოძიების მისიამ განაცხადა, რომ საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ უნდა განიხილოს ამ დანაშაულებების გამო აღმკვეთი ღონისძიებების შეფარდების საკითხი. გაერო მზადაა, რომ საერთაშორისო სასამართლოს გაუზიაროს მონაცემების ბაზა, სახელები და სხვა ტიპის ინფორმაცია, რომელიც გამოძიების დროს მოიპოვა.

ასევე ნახეთ: ერისადმი მიმართვაში ტრამპმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ვენესუელაზე

"მისიამ მოიპოვა საფუძვლიანი მტკიცებულებები იმის საფიქრალად, რომ ვენესუელის ოფიციალური პირები და უსაფრთხოების ძალები 2014 წლიდან მოყოლებული გეგმავდნენ და აღასრულებდნენ ქმედებებს, რომელიც ადამიანის უფლებების არღვევდა, ზოგიერთი მათგანი მოიცავდა ადამიანების მკველელობას, სისტემატიურ წამებას და სხვა უამრავ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე", თქვა პანელის თავმჯდომარემ, მარტა ვალინასმა.