ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვენესუელა მილიონობით ადამიანმა დატოვა


ადამიანის უფლებათა საკითხებში, გაეროს უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ ვენესუელას დატოვებას ათასობით მოქლაქე განაგრძობს. მიზეზი, პოლიტიკურიდა ეკონომიკური, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული კრიზისია.

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ვენესუელა უკვე დატოვა 4.7 მილიონმა ადამიანმა. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისში ამბობენ, რომ კრიზისის გაღრმავების პარალერულად, 2020 წლის ბოლომდე ეს რიცხვი, შესაძლოა, 6.5 მილიონამდე გაიზარდოს.

გაეროს უმაღლესი კომისარი აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ, ვენესუელაში ვითარება სულ უფრო მძიმდება. მიშელ ბაჩელეტის თქმით, მისი ოფისი, ვენესუელის საგამოძიებო და ძალოვანი უწყებების მიერ, მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის შესახებ, უამრავ ინფორმაციას ფლობს.

გაეროში, ვენესუელის წარმომადგენელი, უმაღლესი კომისრის ანგარიშს არ იზიარებს და აცხადებს, რომ ვენესუელაში ჰუმანიტარული კრიზისი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG