საფრანგეთის პრეზიდენტს სილა გაარტყეს

Your browser doesn’t support HTML5

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სამხრეთ საფრანგეთში ხალხთან გავლის დროს სახეში ხელი გაარტყეს.შემთხვევა სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარე დრომის რეგიონში მოხდა, სადაც მაკრონი რესტორნების მეპატრონეებს და სტუდენტებს შეხვდა. მაკრონის უსაფრთხოების სამსახურმა მამაკაცი ადგილზე დააკავა.