აფხაზი სეპარატისტების ლიდერი სოხუმიდან გააძევეს

Your browser doesn’t support HTML5

ოკუპირებულ სოხუმში, რუსთაველის ქუჩაზე, დღეს შტურმით აიღეს ქალაქკომის ყოფილი შენობა რომელსაც ანკლავში 1993 წლიდან „პრეზიდენტის რეზიდენციას“ უწოდებენ. აფხაზეთში სეპარატისტების ლიდერის ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ, რომელმაც თავი ბიჭვინთას შეაფარა. რუსეთის საოკუპაციო ძალები დისლოკაციის ადგილზე რჩებიან.