ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სოხუმში მორიგი “პოლიტიკური ხანძრის“ ჩაქრობას ცდილობს


რაულ ხაჯიმბას რეზიდენცია სოხუმში დარბევის შემდეგ, 10.01.2020

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს სულ ნახევარი დღე დასჭირდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მორიგი “პოლიტიკური ხანძრის“ დროებით ლოკალიზება მოეხდინა.

სოხუმში ნურგალიევის ჩასვლიდან რამდენიმე საათში, ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული აფხაზური კლანებისთვის მეტნაკლებად, მისაღები სცენარი თამაშდება და ორივე მხარეს „სტატუს ქვოს“ აღდგენის მოლოდინი გაჩნდა.

ხაჯიმბას რეზიდენცია ოკუპირებულ სოხუმში დარბევის შემდეგ
ხაჯიმბას რეზიდენცია ოკუპირებულ სოხუმში დარბევის შემდეგ

რაულ ხაჯიმბა, რომელიც გუშინ ქალაქკომის ყოფილი შენობის შტურმის შემდეგ სოხუმიდან გააძევეს, სეპარატისტების ლიდერი ოფიციალურად აღარ არის. ე.წ „აფხაზურმა სასამართლომ“ დღეს საღამოს, ხაჯიმბას „ე.წ პრეზიდენტად არჩევიდან“ ხუთ და „ინაუგურაციიდან“ ოთხ თვეში დაადგინა, რომ იგი ამ ხნის მანძილზე ანკლანს „უკანონოდ“ მართავდა.

2019 წლის სექტემბრის ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნების“ „მეორე ტურის“ „შედეგები“ ბათილად გამოცხადდა. „მეორე განმეორებითის“ „მეორე ტური“ 2020 წელს დაინიშნა, რომელიც მომდევნო 2-3 თვეში უნდა გაიმართოს. ანკლავში "ძალაუფლებისთვის" ისევ ხაჯიმბა და ალხაზ კვიცინია "იბრძოლებენ".

ხაჯიმბას რეზიდენცია ოკუპირებულ სოხუმში დარბევის შემდეგ
ხაჯიმბას რეზიდენცია ოკუპირებულ სოხუმში დარბევის შემდეგ

რუსეთის დუმის დეპუტატმა, ბათუმში დაბადებულმა კონსტანტინე ზატულინმა, რომელსაც არაერთხელ დაურღვევია საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, ნურგალიევის ჩასვლას სოხუმში დროული და აუცილებელი უწოდა:

რუსეთის დახმარებისა და მხარდაჭერის მიუხედავად, იქ არსებული კონფლიქტის სიღრმისეული მიზეზი არის ის, რომ აფხაზური პოლიტიკური ელიტა სახელმწიფოს მართვას ვერ ახერხებს"
კონსტანტინე ზატულინი, რუსეთის დუმის დეპუტატი


„უცნაური იქნებოდა, რუსეთს რეაქცია რომ არ ჰქონოდა სოხუმში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთმა სცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ჩვენ თავზე ავიღებთ მათი თავდაცვისა და საზღვრების დაცვის მისია, იქ ცხოვრობენ რუსი თანამემამულეები და იმყოფებიან ჩვენი სამხედროები, რა არის გასაკვირი იმაში, რომ ჩვენ ვღელავთ სიტუაციის ასეთი განვითარების გამო?!

მეორეს მხრივ, რუსეთის დახმარებისა და მხარდაჭერის მიუხედავად, იქ არსებული კონფლიქტის სიღრმისეული მიზეზი არის ის, რომ აფხაზური პოლიტიკური ელიტა სახელმწიფოს მართვას ვერ ახერხებს“ - ხაზი გაუსვა ზატულინმა, რომელიც ცალსახად ანტიქართული პოზიციით ცნობილი რუსი პოლიტიკოსია.

ხაჯიმბას რეზიდენცია სოხუმში დარბევის შემდეგ
ხაჯიმბას რეზიდენცია სოხუმში დარბევის შემდეგ

თავად რაულ ხაჯიმბა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს სოხუმში 11 იანვარს უნდა შეხვდეს. სოხუმის ქალაქკომის შენობის შტურმით აღებისა და დარბევის შემდეგ სეპარატისტების ლიდერი გადადგომაზე უარს ამბობს და „ახალი არჩევნების“ დანიშვნას აკრიტიკებს.

„ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა სამთავრო კომპლექსის დარბევის, ადმინისტრაციის და სასამართლოს შენობის ალყაში მოქცევის შემდეგ. ასეთი ზეწოლის პირობებში ობიექტურ გადაწყვეტილებაზე საუბარი ზედმეტია“ - ნათქვამია რაულ ხაჯიმბას გავრცელებულ განცხადებაში.

ხაჯიმბას რეზიდენცია დარბევის შემდეგ
ხაჯიმბას რეზიდენცია დარბევის შემდეგ

ოკუპირებულ ანკლავში ვითარება რამდენიმე თვეა უკიდურესად დაძაბულია. ამის მიზეზია კლანებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც 2019 წლის ზაფხულიდან განსაკუთრებით გამწვავდა. სექტემბერში რაულ ხაჯიმბამ თავი ისევ ე.წ „პრეზიდენტად“ გამოაცხადა, ეს მთავარმა კონკურენტმა ალხაზ კვიცინიამ არ აღიარა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ანკლავი ბოლო წლებში მთლიანად წალეკა კორუფციამ, ბანდიტიზმა, ადამიანების გატაცებამ, შეკვეთილმა მკვლელობებმა, ნარკომანიამ, რამაც შიდააფხაზური კლანური ომი 9 იანვარს ლამის შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მიიყვანა.

ანკლავში სასწრაფოდ გაგზავნილი რუსეთის სპეცსამსახურების "მძიმეწონოსანის" რაშიდ ნურგალიევის მისიაა, სოხუმში "გაჩენილი ხანძრის" გავრცელება, ჯერ მთელ აფხაზეთზე, შემდეგ კი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებზე არ დაუშვას.

რაულ ხაჯიმბას ბედს რაშიდ ნურგალიევი გადაწყვეტს
რაულ ხაჯიმბას ბედს რაშიდ ნურგალიევი გადაწყვეტს

Facebook Forum

XS
SM
MD
LG