სასამართლომ კარადიჩის ბრალდება განაახლა

კარადიჩს ბრალად ედება 1992-1995 წლებში არა-სერბი მოსახლეობის მკვლელობის ფაქტებში მონაწილეობა
ყოფილი იუგოსლავიის საკითხებში გაეროს ომის დანაშაულებათა ტრიბუნალმა ბოსნიელი სერბი ლიდერის რადოვან კარადიჩის წინააღმდეგ გენოციდის ბრალდება განაახლა.

კარადიჩს ბრალად ედება 1992-1995 წლებში არა-სერბი მოსახლეობის მკვლელობის ფაქტებში მონაწილეობა. დღევანდელი გადაწყვეტილება აუქმებს კარადიჩის გათავისუფლების განაჩენს გასულ წელს, რომლის თანახმადაც მას გენოციდის ბრალდება მოუხსნეს.