ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსნიელ ტერორისტს 18 წელი მიუსაჯეს


ჯასარევიჩმა ავტომატური იარაღით 2011 წლის ოქტომბერში ამერიკის საელცოს ცეცხლი გაუხსნა

გასულ წელს სარაევოში ამერიკის საელჩოში შეიარაღებული თავდასხმის გამო, ბოსნია-ჰერცოგოვინას სასამართლომ ისლამისტ რადიკალს 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სარაევოში გამართულ სასამართლო პროცესზე მევლიდ ჯასარევიჩი ტერორისტული აქტის ბრალდებით გაასამართლეს. ჯასარევიჩმა ავტომატური იარაღით 2011 წლის ოქტომბერში ამერიკის საელცოს ცეცხლი გაუხსნა.
მთავარმა მოსამართლემ ბრანკო პერიჩმა განაცხადა, რომ მსგავსი მკაცრი განაჩენი სხვებისთვის მაგალითი იქნება.
''თქვენ შეგიძლიათ მე დამსაჯოთ, მაგრამ თავდასხმებს ამით ვერ შეაჩერებთ" განაცხადა თავად ბრალდებულმა. 24 წლის ჯასარევიჩმა თავისი ქმედებით აშშ-ის ავღანეთში ყოფნა გააპროტესტა.

XS
SM
MD
LG