მე-4 აცრა ომიკრონის გავრცელებას არ აჩერებს - ისრაელის მეცნიერები

პირველადი მონაცემების მიხედვით, კოვიდ-19-ის ვაქცინის მეოთხე, გამაძლიერებელი დოზით აცრა, კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის გავრცელებას ვერ აფერხებს. ინფორმაციას ისრაელის მეცნიერები ავრცელებენ, რომლებიც "ფაიზერ-ბიონტექის" და "მოდერნას" ვაქცინებს ცდიდნენ.

ასევე ნახეთ: კოვიდი გრიპად არ უნდა ჩავთვალოთ - ჯანმო

შიბას საავადმყოფოში 274 თანამშრომელი აცრეს. მკვლევრები ამბობენ, რომ ე.წ. ბუსტერ-დოზა ზრდის ანტისხეულების რაოდენობას და ორგანიზმის ვირუსისგან თავდაცვისუნარიანობას, მაგრამ სწრაფი ინფიცირებით გამორჩეული ომიკრონის ვარიანტის შემთხვევაში, მოსახლეობას ინფექციის გავრცელებისგან ვერ იცავს.

"ეს მხოლოდ პირველადი შედეგებია, ის ჯერ არსად გამოქვეყნებულა" - უთხრეს კვლევის ხელმძღვანელებმა ორშაბათს მედიას. მათი განმარტებით, ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ საჭიროდ ჩათვალეს ვაქცინის მე-4 დოზასთან დაკავშირებით ექსპერიმენტების შედეგების საჯაროდ გამოტანა.

ისრაელი 60 წლის ზევით მოსახლეობას "ფაიზერ-ბიონტექის" და "მოდერნას" მე-4 აცრას უკვე სთავაზობს. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ ორი კომპანიის ბუსტერ-დოზა დაამტკიცა და მოსახლეობას კოვიდ-19-ზე გამაძლიერებელი დოზით აცრა სწრაფად შესთავაზა.

Your browser doesn’t support HTML5

ომიკრონი ნაკლები სიმწვავის მიუხედავად, მაინც პრობლემებს ქმნის