აფეთქება ერაყში

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია საკუთარ თავზე
ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, ქალაქ ბაქუბაში წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ შეხვედრაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა.
პოლიცია აცხადებს, რომ მეამბოხემ ჯერ ხელყუმბარა შეაგდო ხალხის შეკრების ადგილზე, ხოლო შემდეგ კი თავი აიფეთქა. ინციდენტის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
წინასაარჩევნო შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი კანდიდატი ატარებდა. არჩევნები თვის ბოლოსაა დანიშნული.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია საკუთარ თავზე.