ირანის ვალუტა დაეცა

დასავლეთის სანქციების შედეგად ირანს შემოსავლის მთავარი წყარო - ნავთობის ესპორტირება შეეზღუდა
ორშაბათს, ირანის ეროვნულმა ვალუტამ 17 პროცენტით დაიწია, რაც ირანის მთავრობის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკაზე დასავლეთის სანქციების ზეგავლენაა.

ირანული ვალუტა ამ წლის დასაწყისიდან მოექცა წნეხის ქვეშ, როდესაც აშშ-მა და ევროკავშირმა ბირთვული პროგრამის გამო თეირანს სანქციები დაუწესა.

დასავლეთის სანქციებმა ირანი შემოსავლის მთავარი წყარო - ნავთობის ესპორტირება და ფინანსური გადარიცხვები შეზღუდა.

სანქციების დაწესებამ ირანს საზღვარგარეთ ვალუტის რეზერვები შეუმცირა და ამერიკული დოლარის შავი ბაზრის განვითარებას შეუწყო ხელი. ირანს უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, ინფლაცია და უმუშევრობის ზრდა მოელის.