ერნსტი: მშვიდობის დასამყარებლად უკრაინაში რუსეთი უნდა დამარცხდეს

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინისთვის მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთი დამარცხდეს და იქ კიდევ შეჭრა ვერ შეძლოს, ამბობს სენატორი ერნსტი. საქართველომ, მისი თქმით, პოზიტიურობა უნდა შეინარჩუნოს და ევროკავშირისკენ სვლა გააგრძელოს, თუმცა სოციალურად კონსერვატიულ ქვეყანას საკუთარი ღირებულებების შენარჩუნების საშუალება უნდა ჰქონდეს.