ინდოეთის პრემიერის აზიური ტური

იაპონიაში სამდღიანი ვიზიტის შემდეგ მანმოჰან სინგჰი ტაილანდში გაემგზავრება, სადაც ქვეყნის პრემიერს ხვდება
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინგჰი აღმოსავლეთ აზიაში 5-დღიან ტურს იწყებს. ის სამ დღეს იაპონიაში დაჰყოფს, შემდეგ კი ბანკოკში გაემგზავრება, სადაც ტალიანდის პრემიერს ხვდება.

ტოკიოში ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრებზე ინდოეთის პრემიერი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკის, უსაფრთხოების, ენერგოსექტორის დარგებში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრებს. იაპონიის და ინდოეთის პრემიერ-მინისტრები ტოკიოში სამხედრო თემებს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასაც განიხილავენ.