ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაოისტებმა ინდოეთში 27 ადამიანი მოკლეს


დაღუპულთა შორის მმართველი პარტიის ადგილობრივი ოფიციალური პირებიც არიან

პოლიტიკური პარტიის წევრებზე აღმოსავლეთ ინდოეთში მომხდარი მაოისტთა თავდასხმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის ქვეყნის მმართველი კონგრესის პარტიის ადგილობრივი ლიდერებიც არიან.

შაბათს, ნაშუადღევს, ნახევრად ტყით დაფარულ სუკმას ტერიტორიაზე განხორციელებულ იერიშში რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა. კონგრესის პარტიის წევრები ამ დროს პროვინციაში ჩატარებული პოლიტიკური კამპანიის შემდეგ, ინდოეთის დედაქალაქში ბრუნდებოდნენ.

პარტიის ლიდერმა სონია განდიმ მომხდარი ინდოეთის დემოკრატიულ ფასეულობებზე თავდასხმად შეაფასა. პრემიერი მანმოჰან სინგჰი ინდოეთის მოსახლეობას ფაქტის გულდასმით გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას პირდება.
XS
SM
MD
LG