ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთს ინდოეთთან კეთილმეზობლობა სურს


ინდოეთის პრემიერ მინისტრი მანმოჰან სინგჰი დელიში ჩინელ კოლეგას მასპინძლობს. ჩინეთის პრემიერის სამ დღიანი ვიზიტის განმავლობაში ორი ქვეყნის ლიდერი სავარაუდოდ ჰიმალაის მთებში არსებულ სასაზღვრო დავას გადაჭრის.

ეს პრემიერ მინისტრ ლი კექიანგის პირველი ოფიციალური ვიზიტია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მისი ადმინისტრაციის განცხადებით, ინდოეთში ვიზიტი იმის მიმანიშნებელია, რომ პეკინს დელისთან დადებითი ურთიერთობების ქონა სურს.

გასულ კვირას ჰიმალაის მთებში ჩინეთისა და ინდოეთის მესაზღვრეები საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებული დაძაბულობის გამო. თუმცა, ვიზიტამდე დაპირისპირება მშვიდობიანად გადაწყდა.
XS
SM
MD
LG