H&M რუსეთს ტოვებს

შვედური ტანსაცმლის კომპანია H&M კიდევ ერთი ბიზნესია, რომელმაც განაცხადა, რომ შეწყვეტს საქმიანობას რუსეთში. მათი ნაბიჯი უკრაინაში კრემლის არაპროვოცირებულმა განმეორებითმა შეჭრამ და სრულმასშტაბიანი ომის წარმოებამ განაპირობა.

განხილვის შემდეგ, ჩვენ შეუძლებლად მიგვაჩნია რუსეთში ჩვენი ბიზნესის გაგრძელება არსებული სიტუაციიდან გამომდინარე“, - განაცხადა დღეს H&M ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰელენა ჰელმერსონმა. H&M-მა რუსეთში გაყიდვები მარტში შეაჩერა.

ასევე ნახეთ: "მაკდონალდსი" 30 წლის შემდეგ რუსეთში საკუთარ ბიზნეს ქსელს ყიდის

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. სხვა ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ, სწრაფი კვების პიონერ „მაკდონალდსიდან“ დაწყებული, ავეჯის მწარმოებელ გიგანტ Ikea-თი დამთავრებული, რუსეთის ბაზარი დატოვა. შეერთებული შტატების იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, რუსეთი 1000-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა.