"გუგლს" დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

ტექნოლოგიურ გიგანტ "გუგლს" ყოფილი თანამშრომლები უჩივიან. ორი ინჟინერი კომპანიას კონსერვატორი თეთრკანიანი მამაკაცების წინააღმდეგ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

"გუგლი" აცხადებს, რომ საკუთარ უფლებებს სასამართლოში დაიცავს.

ჯეიმს დეიმური, მისი ადვოკატის განცხადებით, კომპანიიდან შარშან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც მან გენდერულ ბალანსზე დაწერილ წერილში ტექნოლოგიურ კომპანიებში არსებული გენდერული უთანასწორობა დაიცვა.

მეორე მომჩივანი დევიდ გუდერმანია. ინჟინრები "გუგლს" კადრების შერჩევის დროს არალეგალური კვოტების პრინციპის გამოყენებაში სდებენ ბრალს. საქმე კალიფორნიის შტატშია აღძრული.