ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“გუგლი” ევროკავშირმა $ 2.7 მილიარდით დააჯარიმა


მარგარეტ ვესტაგერი, ევროკავშირის კომისარი კონკურენციის საკითხებში
მარგარეტ ვესტაგერი, ევროკავშირის კომისარი კონკურენციის საკითხებში

დღეს ევროპის კავშირმა კომპანია “გუგლი” 2.7 მილიარდი დოლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილების მიხედვით, კომპანია ძიების შედეგებს ონლაინ-გაყიდვების სერვისის გაძლიერების მიზნით, უსამართლოდ იყენებდა.

ევროკავშირის განცხადება ამბობს, რომ “გუგლი” 2008 წლიდან დაწყებული, თავის სერვისს სახელწოდებით “გუგლ შოპინგ”, ყოველთვის ძიების სათავეში აქცევდა და ამით კონკურენტ კომპანიებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა. კომპანიის კონკურენტები ონლაინ ძიების შედეგებში, საშუალოდ, მხოლოდ მე-4 გვერდზე ჩნდებოდნენ, რომელზეც მომხმარებლები იშვიათად გადადიოდნენ.

“გუგლი” აცხადებს, რომ ევროპის კავშირის გადაწყვეტილებას გადახედავს, ჯერჯერობით კი მის გასაჩივრებას გეგმავს. კონკურენციის საკითხებში ევროპის კავშირის კომისრის, მარგარეტ ვესტაგერის თქმით, “გუგლმა” ბევრი ინოვაციური პროდუქტი შექმნა, მაგრამ ამ შემთხვევაში, საბაზრო დომინანტურობით ინტერნეტ-ძიების სისტემაზე “იძალადა”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG