გიორგი შერმადინის მესამე ევროპული თასი

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს ნაკრების, 30 წლის ცენტრი, გიორგი შერმადინი პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ფიბას საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. ფინალში შერმადინის ტენერიფეს „იბეროსტარმა“, იტალიურ „ვირტუს ბოლონია“ 80-72 დაამარცხა. ევროლიგის ორჯერ მოგების შემდეგ, ეს შერმადინისთვის მესამე ევროპული თასია.