მაიამიში ხუთშაბათს ჩამონგრეულ სახლთან მაშველები მუშაობას აგრძელებენ

ფლორიდის შტატში ჩამონგრეულ 12-სართულიან სახლში დაღუპულთა რიცხვი კვირას 9-მდე გაიზარდა. თუმცა, 150 ადამიანი დაკარგულია და მათი ძებნა გრძელდება.

ასევე ნახეთ: 4 დაიღუპა, 159-ს ეძებენ - მაიამიში საცხოვრებელი სახლი ჩამოიქცა

ნანგრევებში გადარჩენილი ადამიანების პოვნის შანსი თანდათან მცირდება. მაიამი-დეიდის საგრაფოში მდებარე სერფსაიდში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ხუთშაბათს მოულოდნელად დაინგრა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ჯერ შენობის შუა ნაწილი ჩავარდა და შემდეგ ნაგებობის ცალი მხარე ჩაიყოლა.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს ინჟინრებმა ამ სახლის თაობაზე ანგარიში მოამზადეს. ის ნაგებობის სერიოზულ სტრუქტურულ დაზიანებაზე და სასწრაფო შეკეთების აუცილებლობაზე მიუთითებდა. თუმცა, მაშინ ქალაქის ინსპექტორმა შენობის მოსახლეები დაამშვიდა, რომ ნაგებობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

ფოტორეპორტაჟი:

მაიამიში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, არის მსხვერპლი