მე-11 ქართველი დედამიწის სახურავზე

Your browser doesn’t support HTML5

55 წლის კარდიოქირურგი ავთანდილ ცინცაძე, რიგით მე-11 ქართველი მთამსვლელია, რომელმაც დედამიწის სახურავზე, 8848 მეტრი სიმაღლის ევერესტზე დადგა ფეხი. ჯომოლუგმას „ქართული კლუბის“ ისტორია სათავეს 1991 წლიდან იღებს, მაშინ მსოფლიოს ყველაზე მაღალი წერტილი ქართველებიდან პირველმა რომან გიუტაშვილმა დალაშქრა.