ევროკავშირში 5 წლის ბავშვების აცრა შესაძლოა მომავალ კვირაში გადაწყდეს

ევროპის კავშირის მარეგულირებელი სავარაუდოდ მომავალ კვირაში გადაწყვეტს, დაიწყოს თუ არა 5-11 წლის ბავშვების კოვიდ-19-ზე ვაქცინაცია. "ფაიზერ-ბიონტექის" ვაქცინის საბავშვო დოზის ეფექტურობას და უსაფრთხოებას ევროპის მედიცინის სააგენტო "იმა" (EMA) განიხილავს.

ასევე ნახეთ: ამერიკა იწყებს 5 წლის ბავშვების აცრას

ინფორმაციას ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "მოლოდინი გვაქვს, რომ "იმა" ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 24 ნოემბრისთვის მიიღებს" - ნათქვამია მათ განცხადებაში.

ევროპის მედიცინის სააგენტოს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე. როგორც ცნობილია, მათ 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციაზე მსჯელობა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყეს.

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "ფაიზერის" და გერმანული "ბიონტექის" ორდოზიანი ვაქცინა "მრნა" ტექნოლოგიას ეფუძნება და კვლევების მიხედვით, ბავშვებშიც ძალიან მაღალ ეფექტურობას აჩვენებს. შეერთებულმა შტატებმა 5-11 წლის ბავშვების კოვიდ-19-ზე აცრა 3 ნოემბერს დაიწყო და ამ ასაკობრივ ჯგუფში ერთი დოზით უკვე მილიონამდე ბავშვია აცრილი.

Your browser doesn’t support HTML5

ამერიკაში ბავშვების აცრა გრძელდება