ევროკავშირის დასკვნა: "ასტრაზენეკას" ვაქცინა უსაფრთხოა

"ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინა უსაფრთხოა - განაცხადა დღეს ევროკავშირის მთავარმა მარეგულირებელმა. ევროპის მედიცინის სააგენტომ (EMA) კოვიდ-19-ის აცრის შემდეგ მომხდარი სავარაუდო გართულებების დაწვრილებით შესწავლის შემდეგ, ოქსფორდის უნივერსიტეტის და "ასტრაზენეკას" ერთობლივი ვაქცინა უსაფრთხოდ გამოაცხადა.

„ეს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია კოვიდ-19-ის პრევენციის საქმეში და მისი სარგებელი რისკებს კვლავ ბევრად აღემატება... თრომბოემბოლიის შემთხვევები კი [აცრილებში] უფრო დაბალია, ვიდრე ზოგადად მოსახლეობაში. ჩვენი დასკვნით, ვაქცინაცია თრომბების მზარდ რისკს არ შეიცავს“ - განაცხადა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე ექიმმა საბინ შტრაუსმა. ის ევროკავშირის მედიკამენტების უსაფრთხოების და რისკების შეფასების კომიტეტის თავმჯდომარეა.

თუმცა, 30 შემთხვევის შესწავლის შემდეგ, ორგანიზაციის დირექტორი ემერ კუკი აცხადებს, რომ სააგენტოს არ შეუძლია ერთმნიშვნელოვნად გამორიცხოს თრომბების წარმოქმნასთან ვაქცინაციის კავშირი. შესაბამისად, იმუნიზაციის გზამკვლევი განახლდება და მას თან დაერთვება განახლება პოტენციურ რისკზე, როგორც ექიმებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის - განაცხადა კუკმა.

ასევე ნახეთ: ევროკავშირი "ასტრაზენეკას" ვაქცინის შეჩერების წინააღმდეგია

სააგენტომ მიმოიხილა ევროკავშირის ბლოკის ქვეყნებში, "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინით ჩატარებული 5 მილიონი აცრის შედეგები. ჯამში, მთელი ევროპის ტერიტორიაზე, აღნიშნული ვაქცინის 45 მილიონი დოზაა ადმინისტრირებული.

"ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება ნებისმიერ თანმხლებ რისკს. ევროპის ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ მისი გამოყენება ადამიანთა სიცოცხლის სახსნელად, "ამ ეტაპზე არ არის ჩვენთვის ცნობილი, გამოიწვია თუ არა ეს სიტუაცია ვაქცინამ, თუ უბრალოდ სხვადასხვა ფაქტორის დამთხვევაა" - განაცხადა დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის დირექტორმა.

ასევე ნახეთ: „უნდა გავიკეთოთ ის ვაქცინა, რომელზეც ხელი მიგვიწვდება,“ -  გიორგი კურდღელაშვილი 

"ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება ნებისმიერ თანმხლებ რისკს. ევროპის ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ მისი გამოყენება ადამიანთა სიცოცხლის სახსნელად, "ამ ეტაპზე არ არის ჩვენთვის ცნობილი, გამოიწვია თუ არა ეს სიტუაცია ვაქცინამ, თუ უბრალოდ სხვადასხვა ფაქტორის დამთხვევაა" - განაცხადა დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის დირექტორმა.

მათ შორის, ვინც ვაქცინაცია დროებით შეაჩერა, ევროპის სამი უდიდესი სახელმწიფოც არის: გერმანია, საფრანგეთი და იტალია. მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინით იმუნიზაცია გრძელდება.

ასევე ნახეთ: გააგრძელეთ "ასტრაზენეკას" ვაქცინის მიღება, ეუბნება ჯანმო ევროპას