ევროკავშირის ბიუჯეტი

2014 – 2020 წლების ბიუჯეტი 1,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს
ევროკავშირის ლიდერებმა შვიდწლიანი ბიუჯეტი მიიღეს, რომელიც 1,3 ტრილიონ დოლარს შეადგენს. 2014 – 2020 წლების ბიუჯეტს ევროკავშირის 27-ვე წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.
ევროკავშიის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომავალი ორი წლის განმავლობაში 8 მილიარდ დოლარს დახარჯავენ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
დღეს ევროპაში ყოველი მეოთხე ახალგაზრდა უმუშევარია. ეკონომიკური კრიზისის გამო ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა ესპანეთი, საბერძნეთი, პორტუგალია და იტალია, ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია.