საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა. ამის მიზეზად ეროვნული ბანკი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შენელებას, ადგილობრივი ბიზნესის პასიურობას ასახელებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის თქმით ქართული ბიზნესი ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმიდან არ გამოსულა :
” მონაცემების ერთობლიობა არ გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ რომ წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ 1%-ან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. ამის მიზეზია როგორც პირდაპირი უცხოური ინესტიციების შემოდინების შენელება, ასევე ადგილობრივი ფაქტორი, მხედველობაში მაქვს ადგილობრივი ბიზნესის პასიურობა”.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაკავშირებით ბიზნესის პასიურობასთან ამბობს:
”ბიზნეს წრეებში რამდენიმე დღის განმავლობაში იყო, ცოტა არ იყოს, გაურკვევლობა.ერთის მხრივ ეს უკავშირდებოდა აპრილისთვის დაანონსებულ აპოკალიპსს. მეორე, შესაძლოა ბიზნესმენებმა ბოლომდე არ დაიჯერეს ახალი ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრის განცხადება რომ ისინი თავისუფლები არიან. და მესამე ფაქტორი არის ის, რომ ის მონოპოლისტური გაერთიანებები, რომლებსაც სათავეში ედგნენ სხვადასხვა მინისტრები და ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსნები, აღმოჩნდა ცოტა მძიმე დღეში და დასჭირდება ადაპტირება”.
ეკონომიკა ღრმა კრიზისში შედის, ბიუჯეტი არ ივსება, აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე :
”ეკონომიკა ძალიან ღრმა კრიზისში შედის, ბიუჯეტი ვერ ივსება. წინასწარი გადასახადების გადახდა, რომელიც 2003 წლის შემდეგ საქართველოს არ ჰქონია ფაქტობრივად დამკვიდრდა ჩვეულებრივ პრაქტიკად , ბიუჯეტის შესავსებად გადაუარეს მთელ ბიზნესს, მოდით პირდაპირ ვთქვათ და რაღაცნაირად ფული შეატანინეს. მიუხედავად ამისა 80 მილიონი მათ დააკლდათ ბიუჯეტში”.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის განცხადებით მიმდინარე წელს 2012 წელთან შედარებით უფრო მეტი სახსრების მობილიზება მიმდინარეობს:
”არაფერი საპანიკო არ არის, არანაირი არშესრულება არ არის. პირიქით, მიმდინარეობს წინა წელთან შედარებით უფრო მეტი სახსრების მობილიზება. შემიძლია ვთქვა, რომ 2013 წლის პირველი კვარტლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს გადააჭარბა 63 მილიონი ლარით. ცალკე თუ ავიღებთ მარტის თვეს, აქაც გადაჭარბება არის შესაბამის პერიოდთან 41, 5 მილიონი ლარით. მთლიანობაში იცით, რომ პირველი კვარტალი ყველაზე რთულია, იმიტომ რომ იანვარ-თებერვლის თვეები ნაკლებად არის ამ მხრივ დაძაბული.
რაც შეეხება გეგმებს..კვარტალურია თუ ჩვეულებრივი გეგმები, მისი კორექტირება ყოველთვის ხდებოდა, ყოველთვის არის და ეს მართლაც ფინანსთა სამინისტროს შიდა დოკუმენტია, არვისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს”.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, რომ არანაირი საშიშროება ბიზნესს საქართველოში არ ემუქრება:
”არანაირი საფუძველი იმის, რომ რაიმე საშიშროება დღეს საქართველოში ბიზნესს ემუქრება არ არსებობს. პირიქით, ყველანაირად ხელს უწყობს ხელისუფლება ინვესტიციების მოზიდვას. დღეს კერძო საკუთრება ქვეყანაში დაცულია, არავინ წილში არ ჩაუჯდება დღეს ბიზნესმენს. ამიტომ გარემო ბევრად უფრო გაჯანსაღებულია, ვიდრე იყო 1 ოქტომბრამდე”.
კახა ბენდუქიძე მთავრობას ეროვნულ ბანკთან თანამშროლობისკენ მოუწოდებს:
”2013 წელი ჩვენთვის დაკარგული წელია. ეს აისახება თითოეულ ადამიანზე, მათ ჯიბეზე, აისახება უარყოფითად სამუშაო ადგილების რაოდენობაზე, კიდევ შემცირდება სამუშაო ადგილების რაოდენობა. მთავრობას დასჭირდება სპეციალური ღონისძიებები იმისთვის, რომ როგორმე ეს პრობლემა გადალახოს”
ეკონომიკაში შექმნილ მდგომარეობაზე უახლოეს მომავალში შესაძლოა პარლამენტმა ნოდარ ხადურს მოუსმენს:
”თუ იქნება პარლამენტის თხოვნა მე ვეწვევი პარლამენტს, წარუდგენ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ხდება საქართველოში. ასევე წარუდგენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა საქართველოში”.
ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში ხედავენ პრობლემას იმაში, რომ ეკონომიკური პოლიტიკა გამოწვევებს არ პასუხობს. ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ამბობს :
”ეროვნული ბანკის პროგნოზი ვფიქრობ არის ლოგიკური, დღესდღეობით რეალურად საინვესტიციო ნაკადები აქტიური არ არის. მსხვილი ბიზნესი ჯერ კიდევ არის მოლოდინის რეჟიმში, იმიტომ რო არის ქონებრივი საკითხები, სხვადასხვა რეგულაციების საკითხები, რომელიც აფერხებს ახალი პროექტების განვითარებას. რუსული ბაზრის გახსნის თემა ჯერჯერობით ისე აქტიური არ არის ,საქართველოს პროდუქცია აქტიურად ვერ ბრუნდება, რომელმაც შეიძლება ეკონომიკურ ზრდაზე გარვეული გავლენა მოახდინოს.
და გვიანდება ფონდების შექმნის პროცესი, რომელიც უნდა იყოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი საქართველოს ეკონომიკაში”.
საქართველოდან რუსეთში აქციზური მარკების შეტანის შემდეგ დაიწყება რუსეთში ქართული ღვინის შეტანა. უკვე მაისიდან კი რუსულ ბაზარზე ქართული თაფლი დაბრუნდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ზურაბ ჩეკურიშვილის თქმით თაფლის შემდეგ რუსულ ბაზარზე დაბრუნდება ხილი და ბოსტნეული. მისივე თქმით რუსული ბაზარი საქართველოდან მწვანილისა და თხილის გატანითაც არის დაინტერესებული.