მილიარდერმა, ილონ მასკმა ამერიკული სოციალური ქსელი „ტვიტერი“ 44 მილიარდ დოლარად იყიდა. შეთანხმება უკვე გაფრომებულია, რაც ნიშნავს, რომ ახლა სოციალურ ქსელს მილიარდერი და „ტესლას“ აღმასრულებელი დირექტორი მართავს.
„ჩიტი გათავისუფლებულია“ წერს მასკი „ტვიტერში“ მაშინ, როცა ჩიტი კომპანია „ტვიტერის“ ლოგოა. მას შემდეგ, რაც მასკი სოციალური ქსელის მფლობელი გახდა, მან „ტვიტერის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და კიდევ ორი მაღალი თანამდებობის პირი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
the bird is freed
— Elon Musk (@elonmusk) October 28, 2022
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლებულია პარაგ აგრავალი, მედ სიგალი და ვიჯაია გადე. შეთანხმების გაფორმებამდე მილიარდერი მასკი, სან-ფრანცისკოში „ტვიტერის“ სათაო ოფისში იმყოფებოდა და თანამშრომლებს შეხვდა.
Entering Twitter HQ – let that sink in! pic.twitter.com/D68z4K2wq7
— Elon Musk (@elonmusk) October 26, 2022
ილონ მასკის მიზანია „ტვიტერი“ თავისუფალი სიტყვის პლატფორმად აქციოს. მას სურს, რომ სოციალურ ქსელში დაბრუნდეს ყველა ადამიანი, რომელიც საკუთარ პოზიციას აფიქსირებდა, თუმცა ქსელმა ისინი დაბლოკა. მასკს არ დაუმალავს, რომ სურს დონალდ ტრამპს ტვიტერში ანგარიში აღუდგინოს. მეტიც, მასკი ამბობს, რომ დონალდ ტრამპისთვის „ტვიტერის“ ანგარიშის გაუქმება „აბსოლუტური სისულელეა“.
„აუცილებელია სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი კომუნიკაციის შესაძლებლობა“_ ამბობს მასკი.