დედამიწის დღე 2021 მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში

ბუდისტი ბერები ტაილანდში დედამიწის დღეს 330 000 სანთლით შეხვდნენ.

ჩემთვის ყოველი დღე დედამიწის დღეა, ამბობს ნაპირზე სიგარეტის ნამწვავების შემგროვებელი ჯულიან მელცერი ისრაელიდან. 

კოლუმბიაში გარემოს დამცველმა ფრანცისკო ვერამ ტრადიციულად ხეების დარგვის ორგანიზება გადაწყვიტა. 

იაპონიაში ეკონომიკის სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გამონაბოლქვის შემცირებას ითხოვენ. 

ნიგერიაში აქტივისტებმა ნარჩენებისგან შეკერილი მეორადი ტანსაცმლით ჩვენება მოაწყვეს. 

ბრაზილიაში მდინარე პინეროსის დასუფთავება მასში თევზების გაშვებით აღნიშნეს.

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ფლორიდის შტატში კუ ოკეანეში გაუშვეს.

რომის პაპმა ფრანცისკემ დედამიწის დღისთვის სპეციალური მიმართვა მოამზადა

ემპაიარ სთეითი ნიუ-იორკში დედამიწის დღის აღსანიშნად მწვანედ აანთეს. 

ჩინეთში გარემოს დამცველმა კონგ ნინგმა მოდების ჩვენება მოაწყო სახელად "აკოცე დედამიწას".