უკრაინის მთავრობა მოელის, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ზეწოლას რუსეთის მთავრობაზე მინსკის შეთანხმების შესრულების კუთხით - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დღეს, მადრიდში.
ასევე ნახეთ: უკრაინა იმედოვნებს რომ მინსკი, რუსი დაქირავებულების უკრაინაში ექსტრადიციას მოახდენს"ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს, უკრაინაში მშვიდობის დამყარების საქმეში წამყვანი როლი აქვს," - აცხადებს კულება. ესპანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან ასევე თქვა, რომ მომავალი რამდენიმე დღის მანძილზე, შეხვედრა გაიმართება საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან.