თავდაცვის ახალი კანონპროექტი

congress

კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სენატმა ის ხუთშაბათს 84 ხმით 15-ის წინააღმდეგ მიიღო
შეერთებული შტატების სენატი პრეზიდენტ ობამას ხელმოსაწერად თავდაცვის შესახებ კანონპროექტს უგზავნის, რომელიც რამდენიმე ცვლილებას ითვალისწინებს. მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასის 1-პროცენტიანი გაზრდა და შეიარაღებულ ძალებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლისთვის მეტი დაცვაც არის.

მას შემდეგ, რაც კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სენატმა ის ხუთშაბათს 84 ხმით 15-ის წინააღმდეგ მიიღო. კანონპროექტის მიხედვით, თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 552 მილიარდით განისაზღვრება. უცხოეთის, მათ შორის ავღანეთის ოპოერაციებისთვის, 81 მილიარდია გათვალისწინებული.