კალიფორნიაში ორ დღეში კოვიდ-19-ით 1000 ადამიანი გარდაიცვალა

კალიფორნიაში, ხუთშაბათის მონაცემებით, ორ დღეში კოვიდ-19-მა 1000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთი დღით ადრე, შეერთებულ შტატებში რეკორდულად მაღალი, 3865 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა ჯონს ჰოპკინსის კორონავირუსის რესურსების ცენტრის ინფორმაციით. ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში 6 მილიონი ადამიანი აიცრა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით გარდაცვალების 364,000 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 21.5 მილიონია.

პარალელურად, ხუთშაბათს, ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საზღვარგარეთიდან შემსვლელებს კოვიდ-19-ს სავალდებულო ტესტი მოეთხოვებათ.

ასევე ნახეთ: საქართველოში კორონავირუსის 1612 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბრაზილიაში კოვიდ-19-ით 200,000 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, ქვეყანა გარდაცვალების შემთხვევებით მსოფლიოში მეორეა.

კანადამ მიიღო გადაწვეტილება ონტარიოში დაწყებითი სკოლები 25 იანვრამდე დახურული დარჩეს. ონტარიოში, ოფიციალური პირების თქმით, 13 წელს ქვემოთ ბავშვებს შორის, ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 20 პროცენტია.

ასევე ნახეთ: კაპიტოლიუმზე მიტანილი თავდასხმა, შესაძლოა, კოვიდ-19-ის სუპერ-გამავრცელებელი მოვლენა ყოფილიყო

იაპონიის პრემიერ მინისტრმა, იოშიჰიდე სუგამ, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ტოკიოსა და მოსაზღვრე პრეფექტურებში, ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შესაჩერებლად. ეს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მეორე შემთხვევაა.

მსოფლიოში კოვიდ-19-ის 87.9 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული და გარდაიცვალა 1.8 მილიონი ადამიანი.