მძევლებად ქცეული ბულგარელი პარლამენტარები

პოლიციამ სოფიაში მძევლებად ქცეული კანონმდებლები, მინისტრები და ჟურნალისტები მომიტინგეების ალყიდან გამოიყვანა
ბულგარეთის პოლიციამ სოფიაში ანტისამთავრობო დემონსტრანტთა ბლოკადა გაარღვია და პარლამენტიდან ესკორტით 100-ზე მეტ კანონმდებელს, მინისტრს და ჟურნალისტს გამოუძღვა, რომლებიც საპროტესტო აქციის გამო მომიტინგეთა ტყვეობაში აღმოჩნდნენ.

პოლიციამ დემონსტრანტებს შორის დერეფნის კორდონის გაკეთება დღეს დილით, პარლამენტის შენობის იზოლირებიდან მხოლოდ 8 საათის შემდეგ შეძლო. აქცია ევროკავშირის ყველაზე ღარიბი ქვეყნის დედაქალაქში 40 დღეზე მეტია გრძელდება. ბულგარელები მემარცხენე პოლიტიკური მიმართულების მინისტრთა კაბინეტის გადადგომას ითხოვენ.