ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბულგარეთში ხმების დათვლა დასრულდა


ექსპრემიერის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას ჯერჯერობით მაინც არ გააჩნია ხმათა საკმარისი რაოდენობა

ბულგარეთში კვირას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დიდი უმრავლესობის დათვლა დასრულდა. წინასწარი მონაცემებით, ნაადრევად დანიშნულ არჩევნებში 31 პროცენტით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის კონსერვატიული პარტია ლიდერობს.

ექსპრემიერის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიას ჯერჯერობით მაინც არ გააჩნია ხმათა საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ მან მომავალ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვოს. ასე რომ, მთავრობის ფორმირებისთვის მას დიდი ბრძოლის გავლა მოუწევს. სოციალისტები 27 პროცენტით მეორე ადგილზე არიან, ეთნიკურ თურქთა პარტიას კი 9 პროცენტი აქვს. ის უკვე გაცდა 8-პროცენტიან ბარიერს, რომელიც ბულგარეთის პარლამენტში მოხვედრისთვის არის დაწესებული.
XS
SM
MD
LG