ავღანეთში 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

შეერთებული შტატების ძალებმა ავღანეთში 3 ჯარისკაცი დაკარგა. დღეს, ქვეყნის ერთ-ერთი პროვინციის დედაქალაქ ღაზნიში იმპროვიზირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რომელმაც ამერიკელი ჯარისკაცები იმსხვერპლა. არიან დაჭრილებიც.

წელს ავღანეთში სულ 11 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

დაჭრილებს შორის 3 ჯარისკაცი და ერთი ამერიკელი სამოქალაქო პირია, რომელიც ავღანეთში კონტრაქტორად მუშაობდა. "დაჭრილი სამხედროები და კონტრაქტორი ევაკუირებულებულნი არიან და სამედიცინო დახმარებას იღებენ" - ნათქვამია ქაბულიდან გავრცელებულ განცხადებაში.