ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აფეთქებას 26 ადამიანი ემსხვერპლა


ავღანეთში, ხოსტის პროვინციაში მეჩეთში მომხდარმა აფეთქებამ 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავდა 50 ადამიანი.

აფეთქება პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. ის ქაბულში მომხდარ თვითმკვლელის მიერ განხორციელებულ აფეთქებას მოსდევს, რომელმაც ასევე ათობით ადამიანი იმსხვერპლა.

აშშ თალიბანთან მოლაპარაკებას ცდილობს ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად. სპეციალური წარმომადგენელი ზალმაი ხალილზადი ნოემბრის თვეში ავღანეთში ჩავიდა და ავღანეთის საზოგადოებიდან სხვადასხვა ფრაქციების და თალიბანის წარმომადგენლებს ესაუბრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG