ბაიდენი ხანძრებით დაზარალებულ შტატებში ჩადის

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხანძრებით დაზარალებულ შტატებს - აიდაჰოსა და კალიფორნიას - მოინახულებს. ის ქალაქ ბოისსა და საკრამენტოში ჩავა და ორშაბათს, დღის ბოლოს კალიფორნიის შტატის გუბერნატორის გევინ ნიუსომის წინასაარჩევნო შეხვედრასაც დაესწრება.

აგვისტოს დასაწყისში ადმინისტრაციამ ხანძრების სამზადისისა და მათთან გასამკლავებლად საომარი ვითარების შესაბამისი საკანონმდებლო აქტის ნაწილი აამოქმედა, რათა სახანძრო დეპარტამენტების მომარაგება გამარტივებულიყო. ეს ვაქცინების მიწოდების დასაჩქარებლად ამავე რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, მეორე შემთხვევაა, როცა ადმინისტრაცია პროცესების გამარტივებას ამგვარად ცდილობს.

ასევე ნახეთ: კალიფორნიაში ტყის ხანძარმა ერთი ქალაქი მთლიანად გადაწვა

ეს ნაბიჯი ოკლაჰომა-სიტის სატყეო სამსახურს საჭირო მასალების, განსაკუთრებით კი წყლით ცეცხლის დიდ დისტანციაზე ჩასაქრობად საჭირო მასალების დროულად შეძენაში დაეხმარა. დასავლეთის შტატები წელს კიდევ ერთი გამანადგურებელი ხანძრების სეზონის წინაშე აღმოჩნდნენ. ბაიდენი აპირებს ამ შტატებში შეხვედრებისას ადმინისტრაციის მიერ ამ პრობლემაზე რეაგირებისა და ამასთან გამკლავების შესახებ ისაუბროს. ამასთან, ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ექსტრემალური ამინდის დამანგრეველ შედეგებთან საბრძოლველად, კლიმატის ცვლილების მიმართულებით ინვესტირებაა საჭირო.

კალიფორნიაში სამშაბათს გუბერნატორის არჩევნები იმართება. შტატის დემოკრატი ლიდერის მთავარი მოწინააღმდეგე ტოქშოუს წამყვანი ლარი ელდერია, რესპუბლიკელი კანდიდატი.

ქალაქი გრინვილი კალიფორნიაში აღარ არსებობს