ბაიდენი ხელს მოაწერს ტრილიონი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურის კანონპროექტს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ორპარტიულ კანონპროექტს ხელს ორშაბათს მოაწერს. ბიუჯეტიდან ამერიკის ინფრასტრუქტურის სხვადასხვა მიმართულების დასახვეწად ტრილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსების გამოყოფაა გათვალისწინებული.

ასევე ნახეთ: ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ამერიკას დეფოლტს ააცილებს

თეთრი სახლის განცხადებით, ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან კონგრესის წევრები, რომელთაც მიმდინარე საბიუჯეტო მოლაპარაკებებში დიდი წვლილი შეიტანეს. ამის შემდეგ მას კანონის ძალა მიეცემა.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ტრილიონი დოლარის ღირებულების კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირაში დაამტკიცა. სენატმა კი მას კენჭი აგვისტოში უყარა. კანონპროექტი მოიცავს გზატკეცილების, ხიდების, ინტერნეტის საკომუნიკაციო სისტემების გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურის სხვა მრავალ ასპექტს.

ასევე ნახეთ: ბაიდენი საბიუჯეტო საკითხებზე დემოკრატებთან შეთანხმებას ცდილობს