ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ამერიკას დეფოლტს ააცილებს


პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ამერიკის მთავრობის საკრედიტო ლიმიტს $28.9 ტრილიონამდე გაზრდის. დღეისთვის ვაშინგტონს დამატებით 480 მილიარდის ოდენობის სესხის აღება შეუძლია.

ამ ნაბიჯით ქვეყანამ თავიდან აიცილა მოსალოდნელი დეფოლტი და პრობლემა 3 დეკემბრამდე გადაავადა. თუ ამ დრომდე კონგრესში ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და ახალ საკრედიტო ლიმიტზე ვერ შეთანხმდნენ, ამერიკის მთავრობას შესაძლოა ვალების მომსახურებისთვის თანხა ამოეწუროს.

კანონპროექტზე კონგრესში რამდენიმე თვეა პარტიებს შორის დებატები მიმდინარეობს. სენატმა დროებითი გამოსავალი გასული კვირის ბოლოს დაამტკიცა, წარმომადგენელთა პალატამ კი ის სამშაბათს მიიღო.

თეთრ სახლს და კონგრესში დემოკრატების მიერ კონტროლირებულ ორივე პალატას, მომავალ თვეში მოლაპარაკებების გაგრძელება მოუწევთ და გაცილებით გრძელვადიანი პრობლემის გადაწყვეტა ელით. მათ 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ, რომ მთავრობის შესაძლო დახურვა აიცილონ თავიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG