ბაიდენი, კოვიდ-19-ის ვაქიცნაციის ახალ გეგმას დღეს გაასაჯაროვებს

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, კოვიდ-19-ის ვაქცინაციის ახალ გეგმაზე დღეს საღამოს ისაუბრებს.

თეთრი სახლის სპიკერმა, ჯენ საკიმ ოთხშაბათს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაიდენი ვაქცინაციის წახალისების 6 სხვადასხვა მეთოდზე ისაუბრებს. საუბარი იქნება კერძო სექტორის წახალისებაზეც.

ამერიკაში ახლა კორონავირუსის პანდემია, დელტა ვარიანტის გამო, განსაკუთრებულადაა გამწვავებული. კოვიდ-19-ის დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო, ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მონაცემები მკვეთრადაა გაზრდილი.

ასევე ნახეთ: "ფაიზერი" ე.წ. ბუსტერის დამტკიცებასთან ახლოსაა, "მოდერნა" ცოტა ჩამორჩება

ვირუსის ახალი ვარიანტი ძირითადად იმ ადამიანებს დაუფიქსირდათ, ვინც აცრილი არ არის. მათ შორის მოზარდებსა და ბავშვებს, ვისი ვაქცინაციის პროცესიც ჯერ არ დაწყებულა.

ამერიკის პედიატრთა აკადემიის ინფორმაციის თანახმად, ბავშვებს შორის 5 აგვისტოდან, 2 სექტემბრის ჩათვლით, დაფიქსირებულია კორონავირუსის 750,000 შემთხვევა.