ბაიდენმა, ჰარისმა კორონავირუსით დაღუპულ 400 000 ამერიკელს პატივი მიაგეს

ინაუგურაციის წინა საღამოს, არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, მეუღლეებთან ერთად, პატივი მიაგეს 400,000 დაღუპული ამერიკელის ხსოვნას, რომლებიც კოვიდინფექციას ემსხერპლნენ.

ასევე ნახეთ: 10 ყველაზე დაზარალებული შტატი ამერიკაში

საგანგებო ცერემონია ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალური მონუმენტის წინ გაიმართა. მიმდებარე ტერიტორია 400 სანთლით იყო განათებული და დაღუპულების გახსენებას ისახავდა მიზნად. მოკლე სიტყვაში ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ტკივილის მოშუშებისა და ამერიკელების ერთად დადგომის მნიშვნელობა.

ანალოგიურად, იმავე მომენტში განათდა ცნობილი შენობები ნიუ-იორკსა და სიეტლში. ჯო ბაიდენის საინაუგურაციო კომიტეტის განცხადებით, ასობით ქალაქისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები ამ წუთებში ამ აქციას შეუერთდნენ.