ბელორუსთა ნაწილი უკრაინელთა დასახმარებლად იბრძვის

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან, ბელორუსი რუსული ძალების საყრდენად იქცა. ბელორუსის ტერიტორიიდან, უკრაინის მიმართულებით ასობით რაკეტა გაისროლეს. მაგრამ, ათასობით ბელორუსმა, რომლებიც აქამდე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ იბროძდნენ, უკრაინის დასახმარებლად აიღო ხელში იარაღი.