მინსკი ველორბოლაში ევროპის ჩემპიონატს ვეღარ უმასპინძლებს

ბელარუსი მომდევნო თვეში დაგეგმილ ევროპის ველომრობლელთა ჩემპიონატს ვეღარ უმასპინძლებს.

„არსებული საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ორგანიზაციის მმართველმა საბჭომ გადაწყვიტა 2021 წლის 23-27 ივნისს, მინსკში დაგეგმილი „ელიტ ტრეიკის“ ევროპის ჩემპიონატის გაუქმება“ - აგანცხადა ევროპის ველოსიპედისტთა კავშირმა.

ასევე ნახეთ: ბელარუსის კარტოფილის ექსპორტი შესაძლოა სანქციების სამიზნე აღმოჩნდეს

კავშირის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ორგანიზაცია მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდა, „რომელიც ახლა საერთაშორისო დებატებში გადაიზარდა“. მინსკში დაგეგმილი ჩემპიონატის გაუქმების გადაწყვეტილება, ორგანიზაციის მმართველმა ბორდმა, 27 მაისს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

ორგანიზაციამ ახლა უნდა გადაწყვიტოს, სად გაიმართება ჩემპიონატი. მათ უკვე აქვთ შეთავაზება ლიეტუვის მთავრობისგან. პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

ლუკაშენკოს რეჟიმმა კომპანია "რაინეარის" თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიემართებოდა და ბელარუსის ცაზე ქვეყნის ფარგლების დატოვებამდე რამდენიმე წუთიღა ჰქონდა დარჩენილი, მინსკში დაშვება აიძულა. სამართალდამცავებმა ბორტზე მყოფი ბლოგერი, რამან პრატასევიჩი დააკავა. მას ბრალი აგვისტოს არჩევნების შემდეგ მასობრივი პროტესტების ორგანიზებაში ედება. დააკავეს მისი თანმხლები, 23 წლის რუსი სტუდენტიც.

ასევე ნახეთ: ლუკაშენკო დასავლეთს „ჰიბრიდულ ომის“ წარმოებაში ადანაშაულებს